Sunday, November 9, 2008

Gearn საცდელი პროექტი "შორს ტაო მოჩანს"

პროექტის სახელი: "შორს ტაო მოჩანს"
პროექტის მოკლე აღწერა: ტაო-კლარჯეთი გუშინ და დღეს. არქიტექტურული ძეგლებისა და ეთნოგრაფიული მასალის გადარჩენის გზების ძიება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ძირძველი შემადგენელი ნაწილის - ტაო-კლარჯეთის ისტორიას და გეოგრაფიას. მოიძიებენ ისტორიულ და ლიტერტურულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას აღნიშნული ადგილის შესახებ. მოიძიებენ და იკვლევენ ტაო-კლარჯეთში არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციას. შეისწავლიან სხვადასხვა პერიოდის თვითმხილველთა და მოგზაურთა ჩანაწერებს აქ არსებული არქიტექტურის უმშვენიერესი ძეგლების შესახებ და ადარებენ დღევანდელ მდგომარეობას. იკვლევენ ამ კუთხის ქართველი მოსახლეობის მეტყველებას, აქ შემორჩენილ ლეგენდებსა და თქმულებებს (რაზეც უამრავი ლიტერატურა არსებობს). მოსწავლეები ინტერნეტით უკავშირდებიან სხვა სკოლების მოსწავლეებს მსოფლიოს მასშტაბით და ესაუბრებიან მათ ამ უმშვენიერესი კუთხის შესახებ, შეეცდებიან მათში აღძრან დახმარების სურვილი, რათა მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს ძეგლთა დაცვის ორგანიზაციებს და გადავარჩინოთ ის, რისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია.
მონაწილეთა ასაკი: 12-17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტი 2009 წლის თებერვალში და გაგრძელდება 2009 წლის ნოემბრამდე. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ფოტო მასალის მოძიება და პრეზენტაცია კლასში, ინტერნეტის საშუალებით დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის ელ-ვერსიის შექმნა, ტაო-კლარჯეთზე გამოფენისა და კონფერენციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ბუკლეტი, ალბომი, ვებ-გვერდი ან ელექტრონული ჟურნალი, შექმნან ჩანახატები, დაწერონ ესეები. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარ-ჩვევა, ჩამოუყალიბდებათ ბიბლიოთეკებში წიგნის მოძიებისა და დამუშავების უნარი. ისწავლიან მოპოვებული მასალის კომპიუტერულ დამუშავებას (ტექსტის აკრება-რედაქტირება, სკანირება, დამუშავება, ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის გაგზავნა და მიღება). მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას. გაეცნობიან მათთვის ნაკლებად ცნობილ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს და ისწავლიან მასზე ზრუნვასა და დაცვას.
სარგებელი სხვებისათვის: შექმნილი პროდუქტის საშუალებით პროექტზე მომუშავე მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს მიაწვდიან ისტორიული და გეოგრაფიული ძეგლების აღწერას, გააცნობენ მათ თუ რითაა საინტერესო ესა თუ ის ძეგლი. თუ რა სხვებისაგან განმასხვავებელი ნიშანი გააჩნია მას. მოუწოდებენ მათაც ჩაერთონ მათი გადარჩენისათვის ბრძოლაში. გამოუმუშავდებათ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური (შესაძლებლობის შემთხვევაში თურქული).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა -განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერა, კითხვას, მოსმენას, საუბარს. კვლევა-ძიება, დისკუსია, პრეზენტაცია. შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს: ლექსების, ესეების, ჩანახატების შექმნაში, მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს.

ისტორია - (განუვითარებს ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხელს შეუწყობს ღირსეული მოქალაქის აღზრდას. ჩამოუყალიბდება ისტორიული კვლევის უნარი. შეისწავლის სანდო ისტორიული წყაროების, (წიგნი, ინტერნეტი, მოძიება, პრეზენტაცია და ა. შ.) საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანას.

ხელოვნება - უყალიბდება ესთეთიკური ხედვა,( არქიტექტურა, ფოლკლორი, ტაო-კლარჯეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები, ნახატები, კინო-ფილმებისა და ფოტო-ვიდეო მასალა)

გეოგრაფია- მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას, ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.

მათემატიკა-გამოითვლიან მანძილს, გაზომავენ სიმაღლეს, ისწავლიან მასშტაბით მანძილის დატანას რუკაზე.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ქ. ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლა
სამტრედიის რაიონის სოფ. იანეთის პირველის საჯარო სკოლა
ქ. რუსთავის მე-20 საჯარო სკოლა
ქ.ქუთაისის მე-40-ე საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა კლდიაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: paatanana@gmail.com; paatanana@yahoo.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea7262f
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://projecttao.blogspot.com/